კონფიდენციალობის პოლიტიკა

მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

პრეამბულა 


  • წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ განმარტავს, თუ როგორ ვახორციელებთ სს „გეფა“-ს (შემდგომში „კომპანია“) „აპლიკაციაში“, „ვებგვერდზე“ (შემდგომში „პლატფორმა“) რეგისტრირებული მომხმარებლების („მომხმარებელი“, „თქვენ“,) პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მათი კონფიდენციალობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
  • თქვენს მიერ პლატფორმის გამოყენება ჩაითვლება იმის დასტურად, რომ წაიკითხეთ, დეტალურად გაეცანით და დაეთანხმეთ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“ და მასში განსაზღვრულ მონაცემთა დამუშავების წესებსა და პირობებს. 
  • თუ „აპლიკაციას“ იყენებთ მესამე პირის (მაგალითად, თქვენი ოჯახის წევრის) სახელით, „თქვენ“ აცხადებთ, რომ უფლებამოსილი ხართ მესამე პირის სახელით დაეთანხმოთ „მონაცემთა დაცვის  პოლიტიკას“ და მასში მითითებულ ინფორმაციას. 


1. პერსონალური მონაცემების დამუშავება


    1. გეფას მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია: 
  • თქვენზე მორგებული სერვისების/პროდუქტების იდენტიფიცირება;
  • ინდივიდუალური აქციების შეთავაზება;
  • შეკვეთების მიღება, დამუშავება, საკურიერო სერვისის განხორციელება;
  • პროდუქციის და მომსახურების მიწოდებისა და დაბრუნებისთვის, თქვენი გადახდების, უკუგატარების, ნაწილობრივი უკუგატარების დამუშავება და მართვა;
  • თქვენი პრეტენზიების განხილვა; 
  • ლოიალური ქულების დაგროვება. 


    1. სს „გეფა“ თქვენს მონაცემებს დაამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.
    1. მონაცემები, რასაც „თქვენგან“ შევაგროვებთ და დავამუშავებთ, შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

●      „თქვენი“ სახელი და გვარი;

●      იმ მოწყობილობის მონაცემები, რომელსაც „პლატფორმაზე“ შესასვლელად იყენებთ;

●      თქვენი საცხოვრებელი მისამართი (ქვეყანა, ქალაქი, ქუჩა და მისამართის სხვა დეტალები);

●      საკონტაქტო მონაცემები (როგორებიცაა, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);

●      დემოგრაფიული მონაცემები (როგორიცაა, „თქვენი“ სქესი და დაბადების თარიღი);

●      „თქვენი“ პირადი ნომერი;

●      ინფორმაცია კომპანიის სააფთიაქო და მაღაზიათა ქსელის ლოიალობის ბარათების შესახებ;

●      სადებეტო/საკრედიტო ბარათის პირველი 6 ან/და ბოლო 4 ნომერი, ბარათის მფლობელის სახელი და გვარი და ოპერაციის უნიკალური კოდი;

●  აპლიკაციის, ვებგვერდის მეშვეობით შეძენილი პროდუქციის შესყიდვის ისტორია;

●      აპლიკაციის, ვებგვერდის მეშვეობით შესყიდული პროდუქციის/მომსახურების ღირებულების გადახდის ოპერაციები;

    1. პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის სავალდებულოდ მისათითებელი მონაცემებია:


  • სახელი და გვარი;
  • ტელეფონის ნომერი.



    1. „თქვენ“ გექნებათ შეზღუდული წვდომა „სერვისებთან“ მაგ. ვერ ისარგებლებთ ქულების დარიცხვით, ქულებით გადახდით და ფასდაკლებით, ლოიალობის ბარათის პლატფორმაზე ატვირთვის გარეშე.


    1. ნებისმიერი საფუძვლით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შემდგომ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მოვახდინოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დეპერსონალიზება და ამ ფორმით შენახვა ანალიტიკური/სტატისტიკური მიზენიბისთვის.


    1. 16 წლამდე პირებს ეკრძალებათ კოპმანიის პლატფორმით სარგებლობა. თუ ჩვენთვის ცნობილი გახდება, რომ პლატფორმაზე დარეგისტრირებული მომხმარებელი არის 16 წლამდე ასაკის პირი, იძულებულები ვიქნებით გავაუქმოთ ასეთი პირის ანგარიში და წავშალოთ მისი მონაცემები. გეფა-ს პლატფორმით სარგებლობით თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 16 წლის.  


2. კონფიდენციალობის და უსაფრთხოების გარანტიები

2.1. „თქვენ“ პასუხისმგებელი ხართ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე, შესაბამისად ვალდებული ხართ გაასწოროთ, წაშალოთ არასწორი მონაცემი. „თქვენი“ პერსონალური მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, გთხოვთ, ასახოთ შესაბამისი ინფორმაცია პლატფორმაზე რეგისტრირებულ მონაცემებში. თუ კომპანიას გაუჩნდება ეჭვი, “თქვენს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე, სიზუსტეზე, სისრულეზე, უფლებას ვიტოვებთ შეგიწყვიტოთ “სერვისების“ მოწოდება თქვენს მიერ მონაცემების დაზუსტებამდე.

2.2. „თქვენი“ ანგარიშის გაუქმების ან/და თქვენი პერსონალური მონაცემების დაბლოკვის, წაშლის ან/და განადგურების მოთხოვნით დაგვიკავშირდით წინამდებარე პოლიტიკის მე-5 პუნქტში მითითებულ ნებისმიერ საკონტაქტო მონაცემზე. 

2.3. ნებისმიერი ფორმით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შემდგომ, თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეინახება კომპანიაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს თქვენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე.

2.4. გეფა არ ახორციელებს კონტროლს იმ საიტებზე, რომლებიც ძიების შედეგად ან ბმულების სახით შეიძლება გამოჩნდეს მის „სერვისებში“. ასეთმა საიტებმა შესაძლოა თავიანთი მოკლე საინფორმაციო ფაილები (ე.წ. ქუქი-ფაილები) ან სხვა ფაილები განათავსონ „თქვენს“ მოწყობილობაზე, შეაგროვონ თქვენზე ინფორმაცია ან მოითხოვონ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რაზეც გეფა პასუხს არ აგებს. შესაბამისად, გეფა არ იძლევა გარანტიას ასეთი ვებგვერდების მონაცემთა დაცვის მეთოდების და მათზე განთავსებული ინფორმაციის, მონაცემების, ტექსტის, პროგრამის, ხმის, ფოტოების, გრაფიკების, ვიდეოების, გზავნილების ან სხვა მასალის სიზუსტის, სანდოობის ან ხარისხის თაობაზე, შესაბამისად მსგავს საიტებზე გადასვლის შემთხვეაში, სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თავად თქვენ. 

2.5. გეფა ატარებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს და პროცედურებს, რომ დაიცვას მისი კონტროლის ქვეშ არსებული პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილი მოდიფიცირებისა და უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევითი დაკარგვისგან. თუმცა, გეფა არ არის პასუხისმგებელი „მომხმარებლის“ რაიმე ზარალზე, რომელიც მას მიადგა “მომხმარებლის“ იმ ელექტრონულ მოწყობილობაზე არაუფლებამოსილი წვდომის შედეგად დაკარგული ან მოპარული მონაცემების გამო, რომლითაც „მომხმარებელი“ იღებს სერვისებს.

2.6. გეფას აქვს სრულყოფილი დოკუმენტირებული ინფორმაციული უსაფრთხოების პროგრამა, სადაც განსაზღვრულია მენეჯერული, ტექნიკური, საოპერაციო და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლის ზომები, რომლებიც შეგროვილი ინფორმაციის და ჩვენი ბიზნესის ბუნების თანაზომადია.

2.7. ჩემთვის ცნობილია, რომ კომპანია ჩემს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ წინამდებარე პოლიტიკაში მითითებული მიზნების მისაღწევად. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა ჩემი პერსონალური მონაცემები კომპანიამ გადასცეს სახელმწიფო, მარეგულირებელ, სამართალდამცავ ორგანოებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

2.8. წინამდებარე პოლიტიკაში მითითებული დამუშავების მიზნების მისაღწევად,  შესაბამისი მოცულობით, თქვენს პერსონალურ მონაცემებს გავუზიარებთ ჩვენს კონტრაქტორებს, როგორებიც არიან:  დეველოპერული კომპანიები, საგადასახადო და ფინანსური ინსტიტუტები, საკურიერო კომპანიები.

2.9. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გეფა არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობასა და უსაფრთხოებაზე, რომელიც სცილდება გეფასა და მესამე პირებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებს. გარდა ამისა, გეფა არ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების რაიმე დარღვევაზე ან მესამე მხარის ქმედებაზე ან მოვლენებზე, რომლებსაც გეფა ვერ აკონტროლებს, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, მთავრობის ქმედებებზე, კომპიუტერში ჰაკერულ შეღწევაზე, კომპიუტერულ მონაცემებთან და მონაცემთა შესანახ აღჭურვილობასთან არაუფლებამოსილ წვდომაზე, კომპიუტერის მწყობრიდან გამოსვლაზე, უსაფრთხოების და კოდირების დარღვევაზე, ინეტრნეტმომსახურების ან „მომხმარებლის“ სატელეფონო სერვისის უხარისხობაზე, სხვა.

3. მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ცვლილებება

წინამდებარე დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ცვლილების შესაბამისად. წინამდებარე დოკუმენტში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომპანიის პლატფორმაზე. ამასთან, ნებისმიერი მნიშვნელოვანი (არა ტექნიკური ხასიათის) ცვლილების შესახებ გეცნობებათ თქვენი პროფილის გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნებით. თუ “თქვენ“ არ ეთანხმებით რაიმე ცვლილებას, შეგიძლიათ ანგარიშის გაუქმებისთვის დაგვიკავშირდეთ -ზე. 

4. თანხმობა წინამდებარე პოლიტიკაზე

პლატფორმაზე რეგისტრაციით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“-ს და ეთანხმებით გეფა-ს მიერ „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას იმ ფორმითა და იმ მიზნებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.

5. საკონტაქტო ინფორმაცია:

პლატფორმის მფლობელია სს „გეფა“, ს/ნ 201991229, მის.: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 142. ნებისმიერი კითხვის, მოთხოვნის შემთხვევაში შეგიძლიათ მომართოთ კომპანიას მითითებულ მისამართზე განცხადებით, ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ან ტელეფონის ნომერზე: 0322 71 07 07.

დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი